
თიბისი ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) გიწვევთ სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასზე!
ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები გავლენას ახდენს ბიზნეს (როგორც დიდ ასევე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებზე) საქმიანობაზე. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ღია სავაჭრო პოლიტიკა მას აქცევს კრიტიკულ სატრანზიტო ჰაბად სანქცირებული საქონლისა და კაპიტალის ნაკადებისთვის, რაც ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვან რისკებს.
სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი განკუთვნილია თიბისი ბანკის მცირე, საშუალო და კორპორატიული კლიენტებისთვის. მასტერკლასის მიზანია დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს აღნიშნული საკითხის ცნობადობის გაზრდაში, სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვაში და ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობაში.
მასტერკალსი აგებულია შემდეგი საკითხების გარშემო:
ხანგრძლივობა: 10:30-15:00
სამუშაო ენა: ქართული
ლოკაცია: შოთა რუსთაველის 13, თბილისი 0108
დასწრება: უფასო
მასტერკლასი დაფინანსებულია შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს მიერ.
If you have any questions, require support, would like to offer feedback, want to get more involved in EBRD events and editorial, or just fancy a chat, please get in touch!